Saturday, 16 June 2018

პროექტი


პროექტის სახელწოდება:   როგორ  გავეცნო უკეთ აკაკი წერეთლის შემოქმედებას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან აკაკი წერეთლის შემოქმედებასა და ბიოგრაფიულ მონაცემებს.

პროექტის მოკლე აღწერა:    
  კლასში მასალის მოძიება აკაკი წერეთლის შესახებ, მისი ლექსებისა და მოთხრობების გაცნობა-შესწავლა, ,,ჩემი თავგადასავლის“ გააზრება, ჩანახატების შესრულება. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, გაინაწილებენ დავალებებს,  მოვაწყობთ ექსკურსიას აკაკი წერეთლის სახლ- მუზეუმში სხვიტორსა და სავანეში,

მონაწილეთა ასაკი:   10 11 წელი.

პროექტის ვადები/ხანგრძლივობა:  ორი თვე.

სამუშაო ენა:   ქართული

პროექტის შესაძლო აქტივობები:   
    
    მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას, შექმნის ფოტოგალერეას, მეორე ჯგუფი იმუშავებს აკაკის შემოქმედებიდან მისთვის საინტერესო ნაწარმოებების ჩამონათვალზე, რომლებზეც ისაუბრებენ, რატომ მოსწონთ და ა.შ. მოვაწყობთ ექსკურსიას აკაკი წერეთლის სახლ- მუზეუმში სხვიტორსა და სავანეში, სადაც დაიბადა და ღიზარდა დიდი ქართველი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი აკაკი წერეთელი.

მოსალოდნელი შედეგები: 

   მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აკაკი წერეთლის შემოქმედებაში, გაეცნობიან ეპოქას, როდესაც პოეტი მოღვაწეობდა, დაამახსოვრდებათ შესწავლილი მასალა, შექმნიან კედლის გაზეთს, მოაწყობენ გამოფენას ფოტო გალერეას, წარმოადგენენ პრეზენტაციას, რომელსაც შექმნიან თვითონ სლაიდ შოუს სახით.

სარგებელი სხვებისთვის: 

   სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები გაეცნობიან მოძიებულ 
მასალას, ფოტო-გალერეას, კედლის გაზეთს. ჩატარებული ღონისძიების შედეგად გაეცნობიან ა. წერეთლის შემოქმედებას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

 ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
                                                       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
·         მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;

ქართ. V. 7.  მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი  სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
·         განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;
·         განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
·         ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.



პროექტის ფასილიტატორი:            
  ნანა წიწილაშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: 
      
 nanatsitsilashvili@gmail.com       
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
nanatsitsilashvili.blogspot.com


                                   პროექტის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
   პროექტით გათვალისწინებული თემა და საკითხები მნიშვნელოვანი და აქტუალურია.



     მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში.



    მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალა შეესაბამება პროექტის თემასა და მიზანს.



      ყველა მოსწავლე თანაბრად მონაწილეობდა პროექტზე მუშაობისას.



            მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები არის სრულყოფილი და საინტერესო



                              

No comments:

Post a Comment

პროექტი

პროექტის სახელწოდება:    როგორ   გავეცნო უკეთ აკაკი წერეთლის შემოქმედებას. პროექტის მიზნები: მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან აკაკ...